Tuesday, December 8, 2009

შიდა ქართლი და ტურიზმი


პროექტის სახელი შიდა ქართლი და ტურიზმი


პროექტის მიზანი: საქართველო ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს თავისი მრავალფეროვანი და შეუდარებელი ბუნებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით,დამახასიათებელი ტრადიციებით და ა.შ.მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება ამ მხრივ შიდა ქართლის რეგიონი, კერძოდ ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და შესაძლებელია თუ არა ტურიზმის ფართო განვითარება.პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ ეს რეგიონი და შეაფასონ ტურიზმის განვითარების საკითხი.


პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები სხვადასხვა ინფორმაციის წყაროებიდან(სახელმძღვანელო, ინტერნეტი,რუკები და სხვ.)მოიძიებენ და აღწერენ რეგიონის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს. რეგიონის რუკაზე დაიტანენ შესაბამის ძეგლებს. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ სხვადასხვა ტურისტული მარშუტები და მათ შორის შეარჩიონ ერთ-ერთი.შემდეგ შეარჩიონ დრო და გაიარონ თვითონ ეს მარშუტი. ტურისტული მარშუტის გავლის პერიოდში შეაფასონ ძეგლების საერთო მდგომარეობა, მიმდებარე ტერიტორიების სისუფთავე,ეკოლოგია და მიმზიდველობა. შეარჩიონ და გადაიღონ სურათები, რათა კარგად შეაფასონ არსებული მდგომარეობა და განსაზღვრონ რამდენად შეიძლება დააკმაყოფილოს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოთხოვნები. განსაზღვრონ, რამდენად საიტერესოა ამა თუ იმ ისტ-კულტურული ძეგლის მონახულება მის ბუნებრივ გარემოსთან შერწყმით. მოსწავლეებმა უნდა წამოჭრან პრობლემები, რომლებსაც მარშუტის გავლის დროს წააწყდნენ და დასახონ ამ პრობლემების გადაჭრის საკითხები, თავისი თვალით ნახული შეცვალონ უკეთესობისაკენ. შემდეგ შეაჯერონ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ასეთი იერსახით ვაჩვენოთ ტურისტებს შიდა ქართლის რეგიონი.

მონაწილეთა ასაკი: XIIკლასი


ვადები/ ხანგრძლივობა: 1-2თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასშ შიდა ქართლის რეგიონის ისტორიულ კულტურული ძეგლებ

ის შესწავლა


სარგებელი სხვებისთვის: შეისწავლონ და გაუფრთხილდნენ ისტორიულ ძეგლებს

სამუშაო ენა: ქართული


საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია


პროექტის ფასილიტატორი: ირმა კალატოზიშვილი



ფასილიტატორის ელ. ფოსტა: i.kalatozishvili@gmail.com



ჩემი პორტფოლიო

საქართველოს რეგიონი-შიდა ქართლი